Wednesday, May 28, 2014

                          ჯანსაღი ცხოვრების წესი”

   X-4 კლასმა წარმოადგინა პროექტები ბიოლოგიაში თემაზე - ჯანსაღი ცხოვრების წესი. საგნის მასწავლებელი ლიკა ბერაძე.  დამრიგებელი _ მარინე გახუტიშვილი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემები ელექტრონულ ფორმატში.
პრეზენტატორების ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.





Wednesday, May 14, 2014

                             ღია გაკვეთილები ქიმიაში               
    7 აპრილს IX-4 კლასში   ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ნაერთთა კლასები(პედეგოგი ნინო ჩიჯავაძე). ჩატარდა სადემონსტრაციო ცდა. გაკვეთილს ესწრებოდა ქალბატონი ციცინო მაღლაფერიძე. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა რესურსები, კერძოდ ინდიკატორები, ცხრილები და ბავშვების მიერ მომზადებული პლაკატები. შედეგი იყო თვალსაჩინო, რადგან ბავშვებმა შეძლეს მოეხდინათ ნაერთთა კლასების კლასიფიკაცია და ერთმანეთთან დაკავშირება.

 
  ნინო ჩიჯავაძემ IX-3 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ატომის აღნაგობა. ბავშვებმა გააკეთეს ატომის მოდელები, თვალსაჩინოებისთვის პლაკატები და ცხრილები. მოსწავლეებმა შეძლეს გაერჩიათ ცნება ელექტრონი პროტონი და ნეიტრონი. შეექმნათ წარმოდგენა ატომის აღნაგობის შესახებ, მოიძიეს ინფორმაცია ატომის სხვადასხვა მოდელები.


  ეკოვიზია

მედია პროექტში -„ეკოვიზია“ რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ECOVISION-ის საერთაშორისო სასკოლო პროექტის SPABE ფარგლებში მიწვეულნი იყვნენ                                                                                                              
 51- საჯარო სკოლის მოსწავლეებირომლებმაც ისაუბრეს ჭარბტენიანი   ტერიტორიების მნიშვნელობაზე , კოლხეთის ეროვნულ პარკზე და მოსწავლეების როლზე ჭაობის ეკოსისტემის შენარჩუნებაზეაგრეთვე ქარის ენერგიაზე და კატასტროფებზე 





პროექტი   „ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა“                                                                                                                                          
     VI-8 კლასმა (მასწავლებელი ნ.ლომინაძე), აპრილის თვეში, განახორციელა პროექტი“ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა". პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილები თბილისის ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ზოოლოგიურ პარკში, ტერარიუმში. გაკვეთილების დროს მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის მრავალ საინტერესო წარმომადგენლებს, იმ ფაქტორებს,რაც საფრთხეს უქმნის მათ გავრცელებას დედამიწაზე. სხვადასხვა წყაროს გამოყენებით   მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ენდემური მცენარეებისა და ცხოველების შესახებ.













Wednesday, January 15, 2014

                               კორპორატიული საღამო


Thursday, January 9, 2014

                  სიახლე! 

10 იანვარს 10:00 საათზე გაიმართება პედ.საბჭო. დასწრება სავალდებულოა!

Sunday, January 5, 2014

                ყურადღება!

2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება:
15 იანვარი - ბიოლოგიაში;
16 იანვარი - ქიმიაში;
18 იანვარი - ფიზიკაში.
რეგისტრაცია იწყება 9:00 საათზე, ხოლო გამოცდა 10:00 საათზე.
ჩატარების ადგილი - 51-ე საჯარო სკოლა.

Wednesday, January 1, 2014


  გილოცავთ ახალ წელს! ეს წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, სიხარულის, სიყვარულის და წარმატების მომტანი!!!



    კონფერენცია თემაზე _ "სამყარო, ეს ხომ საოცრებაა."

  მოსწავლეების ინიციატივით და ანა ყანდაშვილის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე _ "სამყარო, ეს ხომ საოცრებაა". კონფერენცია მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: გარემოს დაცვა, გალაქტიკა, ჯანდაცვა და ა.შ. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოს დაცვის სფეროსადმი ინტერესის გაღვივება.
  მოსწავლეებმა ნამუშევრების პრეზენტაცია მრავალმხრივი ფორმით გააკეთეს. მათ წარმოადგინეს სლაიდ-შოუები, კედლის გაზეთები, ფილმები, ემბლემები და ა.შ.
  აღნიშნულ ღონისძიებას სკოლის დირექციის, კლასის ხელმძღვანელებისა და მშობლების გარდა ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები:
1. ბიოლოგი, პროფესორი მალხაზ მაყაშვილი
2. "12 ნაბიჯის" ინსტრუქტორი მანანა სოლოღაშვილი
3. "მასწავლებლის სახლის" ინკლუზიური სწავლების სუპერვიზორი ეკა სეთურიძე.