ჩატარებული ღონისძიებები

                                  სამოდელო გაკვეთილი ქიმიაში

   4 ნოემბერს VIII-4 კლასში (დამრიგებელი ნ. მესხიშვილი) ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ქიმიაში-პედეგოგი ციცინო ვახტანგიშვილი. თემა - ვალენტობა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილის გამგე-თინათინ ყენია, საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე ლიკა ბერაძე, პედაგოგები: ნინო მოლაშხია,ნინო ჩიჯავაძე.




                             ღია გაკვეთილები ბიოლოგიაში

  20 ნოემბერს VIII-4 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში. პედაგოგი- ნანა მესხიშვილი. თემა-სისხლის მიმოქცევის სისტემა. გაკვეთილს ესწრებოდა საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ლიკა ბერაძე.

22 ნოემბერს VI-2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში. პედაგოგი ნანა მესხიშვილი. თემა -მზის სისტემა. გაკვეთილს ესწრებოდა საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ლიკა ბერაძე.



                          ინტეგრირებული გაკვეთილი

  15 ნოემბერს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი  VI-8კლაში .(ი.ს.ტ-ის პედაგოგი ნ.დვალი,  ბუნების პედაგოგი ნ.ლომინაძე. თემა-ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო -  ასტონომები -ჯორდანო ბრუნო, გალილეო გალილეი,  ევგენი ხარაძე, იური გაგარინი, ნილ ამსტრონგი. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ამ ადამიანების შესახებ. გაგვაცნეს მათი ბიოგრაფიები. მოიპოვეს ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია  მათ მიერ გაკეთებულ აღმოჩენებზე, რომელიც საფუძვლად  უდევს იმ ცოდნას, რაც დღეს გვაქვს სამყაროს, მზის სისტემის და ჩვენი პლანეტის შესახებ. თითოეული მათგანის საშუალებით კაცობრიობამ შეძლო დიდი ნახტომის გაკეთება პროგრესის გზაზე. გაკვეთილს ესწრებოდა საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ლიკა ბერაძე.



                      ღია გაკვეთილი ქიმიაში 

5 დეკემბერს  ჩატარდა ღია გაკვეთილი XI-1კლასში. პედაგოგი ხათუნა მჭედლიშვილი. თემა-ქართველი ქიმიკოსები. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ქართველი ქიმიკოსების შესახებ. გაგვაცნეს მათი ბიოგრაფიები. ასევე ისაუბრეს მათ აღმოჩენებზე და მიღწევებზე. გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მანანა თურქაძე.



                                 ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში

 9 დეკემბერს ჩატარდა ღია გაკვეთილი X-4 კლასში. პედაგოგი ლიკა ბერაძე. თემა- უჯრედი. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები უჯრედზე, ორგანოიდების აგებულებასა და ფუნქციებზე. სლაიდ შოუები იყო საინტერესოდ  და მაღალი პროფესიონალიზმით მომზადებული. გაკვეთილს ესწრებოდა X-4 კლასის დამრიგებელი მარინე გახუტიშვილი.



                                             




                       ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში 

10 დეკემბერს ჩატარდა ღია გაკვეთილი VIII კლასში. პედაგოგი თინიკო კვიტაიშვილი. თემა- შიდსი. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომელიც მიეძღვნა შიდსის საერთაშორისო დღეს. გაკვეთილს ესწრებოდა საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ლიკა ბერაძე.




                                   ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში 

      19 დეკემბერს, ბიოლოგიის პედაგოგმა ლიკა ბერაძემ IX-3 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე-გენეტიკური დაავადებები.მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გენეტიკური დაავადების შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციები. პროექტის მიზანია პრაქტიკულ სასწავლო პროცესში მონაწილეობის გზით მოსწავლეებმა გააეცნობიერონ გენეტიკური დაავადების გამომწვევი მიზეზები და ხელი შეუწყონ გენეტიკური დაავადებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა და სტუმრების მხრიდანაც დადებითი შეფასება დაიმსახურა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა თურქაძე, მოადგილეები: თინიკო ყენია, ნანა გიორგობიანი, თამარ ვერულაშვილი. მათემატიკის პედეგოგი ლია ჭანკვეტაძე.


                      ღია გაკვეთილი ფიზიკაში

 19 ნოემბერს, ფიზიკის პედაგოგმა თამარ მესხმა XI კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე- რადიოტალღები აღმოჩენიდან დღემდე.მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია რადიოტალღების შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციები.

   გაკვეთილის მიზანი იყო  პრაქტიკულ სასწავლო პროცესში მონაწილეობის გზით მოსწავლეები გაცნობოდნენ რადიოტალღების დადებით და უარყოფით მხარეებს და ხელი შეეწყოთ მასზე ინფორმირებულობის ამაღლებისთვის.
   გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარაგაკვეთილს  ესწრებოდა საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ლიკა ბერაძე.
       11 დეკემბერს  ფიზიკის პედაგოგმა თამარ მესხმა ჩაატარა
     საინტერესო გაკვეთილი IX-3 კლასში, რომელიც მიეძღვნა
    უდიდესი ფიზიკოსის -ნიუტონის ცხოვრებას და   მოღვაწეობას. გაკვეთილზე განიხილეს მისი სამივე კანონი,   ჩაატარეს  ცდები და ამოხსნეს შესაბამისი ამოცანები.
     გაკვეთილმა საინტერესო  ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეებს          ჰქონდათ  მაღალი ტექნოლოგიებით მომზადებული სლაიდები და თემასთან დაკავშირებული მოდელები.

                     ღია გაკვეთილი ფიზიკაში
  ფიზიკის პედაგოგმა ბარბარე ჯიაძემ X-4 კლასში ჩაატარა საინტერესო
გაკვეთილი, სადაც კლასი დაიყო ჯგუფებად და თითოეულმა გააკეთა
საწვეთურიანი ურიკის მოდელი. შემდეგ ამ ურიკების გამოყენებით
ჩაატარეს ცდა თანაბარ და არათანაბარ მოძრაობაზე. ასევე გაკეთდა

პრეზენტაციები თემაზე- “არისტოტელე და გალილეი მოძრაობის შესახებ”.
v  მას ჰქონდა საპრეზენტაციო გაკვეთილები  X-4 და X-1 კლასებში  თემებზე-”ატომები და მოლეკულები”.
v  VIII კლასმა წარმოადგინა პრეზენტაციები თემებზე  “მექანიკის ოქროს წესიდაპირველი, მეორე და მესამე გვარის ბერკეტები”.



 კონფერენცია თემაზე _ "სამყარო, ეს ხომ საოცრებაა."

  მოსწავლეების ინიციატივით და ანა ყანდაშვილის ორგანიზებით  ჩატარდა კონფერენცია თემაზე _ "სამყარო, ეს ხომ საოცრებაა". კონფერენცია მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: გარემოს დაცვა, გალაქტიკა, ჯანდაცვა და ა.შ. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოს დაცვის სფეროსადმი ინტერესის გაღვივება.
  მოსწავლეებმა ნამუშევრების პრეზენტაცია მრავალმხრივი ფორმით გააკეთეს. მათ წარმოადგინეს სლაიდ-შოუები, კედლის გაზეთები, ფილმები, ემბლემები და ა.შ.
  აღნიშნულ ღონისძიებას სკოლის დირექციის, კლასის ხელმძღვანელებისა და მშობლების გარდა ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები:
1. ბიოლოგი, პროფესორი მალხაზ მაყაშვილი
2. "12 ნაბიჯის" ინსტრუქტორი მანანა სოლოღაშვილი
3. "მასწავლებლის სახლის" ინკლუზიური სწავლების სუპერვიზორი ეკა სეთურიძე.

             

 
             პროექტი   „ბიომრავალფეროვნება და                                                                 მისი დაცვა“                                                                                                                  

     VI-8 კლასმა (მასწავლებელი ნ.ლომინაძე), აპრილის თვეში, განახორციელა პროექტი“ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა". პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილები თბილისის ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ზოოლოგიურ პარკში, ტერარიუმში. გაკვეთილების დროს მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის მრავალ საინტერესო წარმომადგენლებს, იმ ფაქტორებს,რაც საფრთხეს უქმნის მათ გავრცელებას დედამიწაზე. სხვადასხვა წყაროს გამოყენებით   მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ენდემური მცენარეებისა და ცხოველების შესახებ.



                     “ჯანსაღი ცხოვრების წესი

   X-4კლასმა წარმოადგინა პროექტები ბიოლოგიაში თემაზე - ჯანსაღი ცხოვრების წესი. საგნის მასწავლებელი ლიკა ბერაძე.  დამრიგებელი _ მარინე გახუტიშვილი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემები ელექტრონულ ფორმატში.
პრეზენტატორების ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.









                       "ანტინარკოტიკული კამპანია"

მეექვსე მერვე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა სკოლის მასშტაბით. დამრიგებლისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგის, ნანა ლომინაძის დახმარებით მათ სკოლასა და ოჯახებში გამოკითხეს 13-დან 21 წლამდე ახალგაზრდები. კვლვის მიზანი იყო ნარკოტიკისა და თამბაქოს მოხმარების არეალის შესწავლა აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფში. მოსწავლეებმა შედეგები წარმოადგინეს დიაგრამების სახით.


  

ეკოვიზია


მედია პროექტში -„ეკოვიზიარომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ECOVISION-ის საერთაშორისო სასკოლო პროექტის SPABE ფარგლებში მიწვეულნი იყვნენ 51- საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ისაუბრეს ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობაზე , კოლხეთის ეროვნულ პარკზე და მოსწავლეების როლზე ჭაობის ეკოსისტემის შენარჩუნებაზე, აგრეთვე ქარის ენერგიაზე და კატასტროფებზე.



                  ღია გაკვეთილები ქიმიაში 
              
    7 აპრილს IX-4
კლასში   ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ნაერთთა კლასები(პედეგოგი ნინო ჩიჯავაძე). ჩატარდა სადემონსტრაციო ცდა. გაკვეთილს ესწრებოდა ქალბატონი ციცინო მაღლაფერიძე. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა რესურსები, კერძოდ ინდიკატორები, ცხრილები და ბავშვების მიერ მომზადებული პლაკატები. შედეგი იყო თვალსაჩინო, რადგან ბავშვებმა შეძლეს მოეხდინათ ნაერთთა კლასების კლასიფიკაცია და ერთმანეთთან დაკავშირება.

 
  ნინო ჩიჯავაძემ IX-3 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ატომის აღნაგობა. ბავშვებმა გააკეთეს ატომის მოდელები, თვალსაჩინოებისთვის პლაკატები და ცხრილები. მოსწავლეებმა შეძლეს გაერჩიათ ცნება ელექტრონი პროტონი და ნეიტრონი. შეექმნათ წარმოდგენა ატომის აღნაგობის შესახებ, მოიძიეს ინფორმაცია ატომის სხვადასხვა მოდელები. 

No comments:

Post a Comment