ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში
19 დეკემბერს, ბიოლოგიის პედაგოგმა ლიკა ბერაძემ IX-3 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე-გენეტიკური დაავადებები.მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გენეტიკური დაავადების შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
პროექტის მიზანია პრაქტიკულ სასწავლო პროცესში მონაწილეობის გზით მოსწავლეებმა გააეცნობიერონ გენეტიკური დაავადების გამომწვევი მიზეზები და ხელი შეუწყონ გენეტიკური დაავადებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა და სტუმრების მხრიდანაც დადებითი შეფასება დაიმსახურა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა თურქაძე, მოადგილეები: თინიკო ყენია, ნანა გიორგობიანი, თამარ ვერულაშვილი. მათემატიკის პედეგოგი ლია ჭანკვეტაძე.
No comments:
Post a Comment